თეგებით ძიება
25. 11. 2020 მსოფლიო

კრემლი: "ვლადიმირ პუტინი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას ვერ მიიღებს, რადგან მისი უსაფრთხოება დაუმოწმებელია"

მას შემდეგ, რაც რუსეთში ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ეროვნული წარმოების ვაქცინა, SPUTNIK V უსაფრთხოა, კრემლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი პუტინი მას ჯერ ვერ მიიღებს, რადგან ვაქცინის სანდოობა ბოლომდე დადასტურებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასულ თვეს განაცხადა, რომ მიიღეს კოვიდ 19-ის პრევენცირებისთვის მეორე ვაქცინა, EpiVacCorona. ქვეყანაში პირველი ვაქცინა ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში დაარეგისტრირეს ოფიციალურად.

პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ფართო მასშტაბებით ჯერ არ დაწყებულა, სწორედ ამიტომ ქვეყნის პირველი პირი მოხალისის როლში ვერ იქნება- „პრეზიდენტს არ შეუძლია დაუდასტურებული პრეპარატი მიიღოს“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ანტიკორონავირუსული ვაქცინის ორივე დოზით აიცრა 20 000-მე მოხალისე, რომელთა შემთხვევაში ანტივირუსულმა პრეპარატმა 92 %-იანი ეფექტურობა გამოავლინა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა