თეგებით ძიება
26. 11. 2020 COVID - 19

დედის რძე ჩვილს კორონავირუსისგან იცავს

მედიკოსები და მეცნიერები მთელ მსოფლიოში განაგრძობენ პრეპარატების შემუშავებას კორონავირუსის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ანტისხეულები, რომლებიც ახალ კორონავირუსს უწევს წინააღმდეგობას შეიძლება კორონავირუსით დაინფიცირებული მეძუძური დედების რძეშიც იყოს.

„მეძუძურმა დედებმა, რომლებსაც ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდათ, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა განაგრძონ დაავადების მთელი პერიოდის განმავლობაში და გამოჯანმრთელების შემდეგაც. საქმე იმაშია, რომ როგორც სხვა ჯგუფის მეცნიერებმა დაადგინეს, ინფექცია დედის რძით არ გადადის. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ დავადგინეთ, რომ რძეში თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით ანტისხეულები არსებობს. და მათ შეუძლიათ ბავშვი ინფექციისგან დაიცვან.“– ამბობს სააგენტო როიტერთან საუბრისას სამედიცინო ცენტრ მაუნთ სინაის კვლევების ხელმძღვანელი, რებეკა პაუელსი.





Progress News


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა