თეგებით ძიება
27. 11. 2020 COVID - 19

საგანგებო წესები, რომელთა დაცვა თვენახევრის განმავლობაში მოგვიწევს – დეტალები

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი შეზღუდვები ქვეყანაში 28 ნოემბერიდან ამოქმედდება და ძალაში 31 იანვრის ჩათვლით იქნება.

28 ნოემბრიდან – 31 იანვრის ჩათვლით

|შეზღუდვები ტრანსპორტის გადაადგილებაზე:

ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა;

|გამონაკლისი:

გამონაკლისი იქნება ახალი წლისა და შობის ღამე – ეს იმას ნიშნავს, რომ 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1 იანვრის 05:00 საათამდე და 6 იანვრის ღამეს გადაადგილება ნებადართულია.

შეიზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით.

|გამონაკლისი:

მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;

დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.

|სათხილამურო კურორტებზე ასევე:

სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

|კვების ობიექტები

რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია:

პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway

„დელივერი“

„დრაივი“

|კულტურული და გასართობი ღონისძებები

ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

იზღუდება სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

|სავაჭრო ობიექტები

სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

|სასწავლო დაწესებულებები

სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

24 დეკემბერი -2 იანვარი – შეზღუდვების შემსუბუქება

|24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

ქვეყნის მასშტაბით:

იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

|3 იანვარი – 15 იანვარი

3 იანვარი-15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:

ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;

აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

|16 იანვარი – 31 იანვარი

16 იანვარი – 31 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:

აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობა

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

დელივერსა და გატანის სერვისებს;

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

აგრარული ბაზრობის მუშაობას

არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.

სოციალური დახმარების პაკეტი

შეზღუდვების პარალელურად მთავრობამ სოციალური დახმარების პაკეტი მოამზადა, რომლის მიხედვითაც:

საცალო ვაჭრობის ობიექტებში დასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამასთან, ამ სექტორში დასაქმებულებს სახელმწიფო მიეხმარება საბანკო სესხის გადავადებაში. 100-120 ათასი ბენეფიციარი მიიღებს ამ დახმარებას.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები იქნება სუბსიდირებული.

1-ელი იანვრიდან ყველა ის ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამსახური, მიიღებს 1200 ლარიან დახმარებას. ეს დახმარება 6 თვეზე გადანაწილდება (თვეში 200 ლარი).

სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ (65 000-დან 100 000 ქულის მქონე) ყველა ოჯახს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან გადაეცემა 100-100 ლარიანი დახმარება (ჯამში 600 ლარი).

0-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ სამი ან მეტი 17 წლამდე ასაკის შვილი, ასევე გადაეცემათ 100-100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში.

იგივე მოცულობის დახმარებაა გათვალისიწნებული 18 წლამდე შშმ პირებისთვისაც.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა