თეგებით ძიება

ყველაზე ძუნწი და ხელგაშლილი ზოდიაქოს ნიშნები

თანამედროვე ცხოვრებაში ფულის მიმართ დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. ფულის დახმარებით, ადამიანს პრაქტიკულად, ყველა საჭირო სარგებლის მიღება შეუძლია. ვიღაც ფულს მარცხნივ და მარჯვნივ ფანტავს და მარადიულ ვალებშია, ვიღაც კი ყველაფერს იკლებს და მთელი ცხოვრება ფულს აგროვებს.

ძუნწობასა და ხელგაშლილობას შორის მცირე ზღვარია, მაგრამ ასტროლოგებმა ზუსტად იციან, როგორ განკარგავენ ფულს ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშნები.

მოდით ვნახოთ ვინ რაზეა წამსვლელი ფულისთვის.

მე -12 ადგილი - მშვილდოსანი
სიხარბე და მშვილდოსანი შეუთავსებელი ცნებებია. ისინი უბრალოდ კი არ ფანტავენ ფულს, არამედ ამით უდიდეს სიამოვნებას განიცდიან. მათ გარშემო ყოველთვის ბევრი ადამიანია, რადგან მშვილდოსნებს ფულის გადახდა არ ენანებათ. მათი გადარწმუნების მცდელობა უშედეგოა, რადგან ფულს ღიმილით გასცემენ და „შავი დღის“ არსებობის არ სჯერათ. გასაკვირი ის არის, რომ ფულს როგორც ხარჯავენ, ისევე მარტივად შოულობენ.

მე -11 ადგილი - მერწყული
მერწყულები ფულს არ ითვლიან, ამიტომ ხშირად არც კი იციან, თუ რა თანხას შეიცავს მათი საფულე. მერწყულისთვისსხვა ადამიანის გახარება ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნებაა. მას სიამოვნებას ანიჭებს საჩუქრების ჩუქება და ახლობლების ბედნიერი სახეების ნახვა. საინტერესოა, რომ ის ძვირადღირებულ საჩუქრებს ჩუქნის. ამ ნიშნის წარმომადგენელი ქორწილში ან ნათლობაზე სასურველი სტუმარია, რადგან ცარიელი ხელით არასოდეს მიდის.

მე -10 ადგილი - ლომი
ლომი ძვირადღირებული ნივთების, სასტუმროებისა და ზოგადად, ფუფუნებით ცხოვრების მოყვარულია. მისთვის ფულის დახარჯვა სისულელე კი არა, აუცილებლობაა. ლომი კაცი არასდროს წაიყვანს პირველ პაემანზე ქალს იაფ კაფეში, ლომი ქალი არასდროს გაიკეთებს იაფფასიან სამკაულს. ადამიანების გაოცების სურვილი ლომების სისხლშია აქვთ და ამისთვის ფული არ ენანებათ.

მე -9 ადგილი - ვერძი
ვერძი მფლანგველი არაა, მაგრამ არც ძუნწია. ის ძალიან ჭკვიანი ანალიტიკოსია, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ მართოს ფინანსური რესურსი. „გარედან“ შეიძლება ჩანდეს, რომ ვერძი ძალიან ბევრს ხარჯავს, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ამას ინვესტიციის გაზრდის მოლოდინით აკეთებენ. ვერძები ინვესტიციებს არა ბიზნეს პროექტებში, არამედ ადამიანებში დებენ, რომ შემდეგში საიმედო კავშირები ჰქონდეთ. ისინი მართლაც იშვიათად უშვებენ შეცდომებს საკუთარ გათვლებში, რადგან ადამიანების ამოცნობა კარგად შეუძლიათ.

მე -8 ადგილი - სასწორი
სასწორს, როგორც ყოველთვის, ყველაფერში ჰარმონია აქვს. მათ გარკვეული თავისებურება აქვთ - საკუთარ ფულს ზოგავს, მაგრამ ნაჩუქარ ან ნასესხებ ფულს ბოლო თეთრამდე ხარჯავს. სასწორს შეუძლია ნასესხები ფული მეგობრებზე, კოლეგებზე და უცხო ადამიანებზეც კი დახარჯოს, მაგრამ იშვიათად გაასესხებს ან ბიზნესში ჩადებს საკუთარ ფულს.

მე -7 ადგილი - მორიელი
ეშმაკი და ჭკვიანი მორიელები საფულეს ყოველთვის პირადი მიზნებისთვის იყენებენ. მათ შეუძლიათ უზარმაზარი თანხის დახარჯვა, თუ ეს მათ თავის წარმოჩენაში დაეხმარება. მათთვის ხშირად ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მდიდრები ჩანდნენ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ მდიდრები. აი ასეთი ტრაბახები არიან.

მე -6 ადგილი - ტყუპები
ტყუპები ძალიან ეშმაკები არიან. მაგალითად, თუ უცხო ადამიანების თანდასწრებით ფულის სესხებას თხოვთ, იმაზე მეტს მოგცემენ, ვიდრე თხოვეთ, მაგრამ მასთან პირისპირ მყოფი სიკეთეს ნუ ელით. ტყუპებისთვის საზოგადოებრივი აზრი ძალზე მნიშვნელოვანია. მთავარია, მათზე ცუდი არავინ იფიქროს და ძუნწად არ ჩათვალოს, სინამდვილეში კი ტყუპები ყველა თეთრს ითვლის.

მე -5 ადგილი - თევზები
თევზები ფულის მხრივ ცვალებადები არიან. ერთ დღეს შეიძლება ძალიან ხელგაშლილები იყვნენ და გამეორე დღეს საშინლად ძუნწები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისენი არიან განწყობილებაზე დამოკიდებული ადამიანები არიან, თუმცა არასოდეს უარყოფენ პირდაპირ და გასაგებ თხოვნას.

მე -4 ადგილი - კურო
კუროები ფინანსურ საკითხებში ძალიან საინტერესოდ იქცევიან. მათ უყვართ სხვისი ფულის ხარჯვა, ამიტომ კუროებს შორის ბევრი ალფონსია. მათთვის სრულიაფ ნორმალურია პარტნიორის კმაყოფაზე ცხოვრება და მისი ფულის ხარჯვა. რთული ფინანსური მდგომარეობის შემთხვევაში, კუროს შეუძლია მომჭირნეობა გამოავლინოს და პარტნიორს ვალების დაბრუნებაში დაეხმაროს. შემდე კი.. ძველებურ ცხოვრებას აგრძელებენ.

მე -3 ადგილი - კირჩხიბი
მოგეხსენებათ, კირჩხიბისთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო სახლი არის მთავარი ადგილი, რომელშიც ინვესტიციას დებს. დიახ, კომფორტისთვის, სითბოსა და სიმყუდროვისთვის, ასევე ახლობლების ჯანმრთელობისთვის მათ არაფერი ენანებათ, მაგრამ დანარჩენი მიმართულებით ფულს ზოგავენ. როდესაც საკუთარი თავის განებივრებას გადაწყვეტენ, ისინი ლომის მსგავსად, მხოლოდ საუკეთესოს ირჩევენ, თუმცა მათგან ძვირფასი საჩუქრების იმედი არ უნდა გქონდეთ.

მე -2 ადგილი - ქალწული
კარიერისტებმა ქალწულები ყოველთვის ზუსტად იციან, რატომ და რისთვის მუშაობენ. ისინი ყოველ თეთრს ანგარიშობენ და გაუთვალისწინებელ ხარჯებს ერიდებიან. დიახ, დროდადრო ქალწულები საკუთარ თავს ანებივრებენ, მაგრამ სასიამოვნო ნივთების შეძენამდე ძალიან ბევრს ფიქრობენ. ისინი ახლობლებში შენაძენით აუცილებლად თავს მოიწონებენ, გულის სიღრმეში კი ფულის დახარჯვის გამო სულიერ ტკივილს განიცდიან.

1 ადგილი - თხის რქა
თხის რქა სიძუნწის მხრივ, ზოდიაქოს ნიშნებში აბსოლუტური ლიდერია. ის ფულს გამოიმუშავებს, მაგრამ იშვიათად ხარჯავს. თხის რქა თითქმის არ ხარჯავს ფულს პირადი საჭიროებებისთვის, სამაგიეროდ, ინახავს „შავი დღისთვის“, შვილიშვილებისთვის და გაუგებარია კიდევ რისთვის. ეს სწორედ ის ხალხია, ვინც ლეიბის ქვეშ მილიონს მალავს, მაგრამ ტანსაცმელს ბაზრობებზე ყიდულობს და იაფფასიან ძეხვს ჭამს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ფული კუპიურების სახით ჰქონდთ და არა როგორც მატერიალური ან სულიერი სიკეთე.

დაუჯერებს ჰოროსკოპს თუ არა - ყველას პირადი საქმეა. რა თქმა უნდა, ყველას ერთ თარგზე ვერ მოჭრით. ყველაფერი დამოკიდებულია ცხოვრებისეულ სიტუაციაზე. ზოგ გარემოებაში ყველაზე მფლანგველმა ადამიანმაც კი შეიძლება მომჭირნეობა დაიწყოს და პირიქით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა