თეგებით ძიება
02. 12. 2020 COVID - 19

გამოჯანმრთელებულთა დღიური რაოდენობა ინფიცირების ახალ შემთხვევებს აჭარბებს - 2 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 4 061 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 121 621 გამოჯანმრთელდა, 1 342 კი, გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა