თეგებით ძიება
02. 12. 2020 COVID - 19

კოვიდაფეთქება რუსთავის თირკმლის ცენტრში - მედპერსონალის დეფიციტის გამო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ექთნები მუშაობას აგრძელებენ

კოვიდაფეთქება რუსთავის თირკმლის ცენტრში - 9 ექთნიდან ინფიცირებულია სამი მათგანი, დანარჩენები კი ტესტის პასუხსებს ელოდებიან, თუმცა, მიუხედავად სავარაუდო ინფიცირებისა, ისინი მაინც აგრძელებენ კლინიკაში მუშაობას.
შესაბამისად, რისკის ქვეშ არიან პაციენტები, რომელთა შორის არიან დიალეზზე დამოკიდებული პირები, რომლებიც ავტომატურად რისკჯგუფს განეკუთვნებიან.
რუსთავის თირკმლის ცენტრის ხელმძღვანელის ვახტანგ ბარბაქაძის განცხადებით, კლინიკაში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა, სხვა ექთნებით ჩანაცვლების რესურსი მათ არ გააჩნიათ, 135 პაციენტი კი მკურნალობის გარეშე ვერ დარჩება, ამიტომ ის ექთნები, რომლებიც იყვნენ ინფიცირებულებთან კონტაქტში და ტესტი ჩააბარეს, პასუხის მოსვლამდე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში დაინფიცირდნენ ის პაციენტებიც, რომლებიც აქ იყვნენ მოთავსებულნი.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა