თეგებით ძიება

ცესკო დღეს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს - რას გეგმავს ოპოზიცია

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს, არჩევნების შემაჯამებელ ოქმს გააფორმებს - ოპოზიცია კი "ლელოს" ოფისში სამოქმედო გეგმას ათანხმებს.
მათი შეფასებით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იმიტომ ჭიანურდება, რომ მმართველ გუნდს კონკრეტული წინადადება არ აქვს.

"ბიძინა ივანიშვილს მოუწევს დათმობაზე წამოსვლა, იმიტომ, რომ ოპოზიცია არის მყარი, და მყარი არის იმიტომ, რომ ხალხის განწყობა არის შესაბამისი. გაყალბდა ამ ქვეყანაში არჩევნები ხალხო, გაყალბდა, გადაიწერა, გადაიჯღაბნა, ეს არის რეალობა, ამ რელაობას ვინც სხვაგვარად შეაფასებს, ის იქნება მხოლოდ დამარცხებული", - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

"მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მოთხოვნები იგივეა და მსჯელობენ, როგორ წარსდგნენ ელჩებთან ისე, რომ ეს არ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა