თეგებით ძიება

მეც მინდა გავიგო რა მოხდა, მეც იგივე მაინტერესებს, რაც ჟურნალისტებს - ვახტანგ მეგრელიშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე

"გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილის ჯერ არ არის საქმის კურსში, რატომ მიიღო ჯაფარიძემ მის გარეშე პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების გადაწყვეტილება.
როგორც მან On.ge-ს ჟურნალისტს განუცხადა, მასაც ისევე აინტერესებს მიზეზი, როგორც ყველა სხვა ჟურნალისტს:

"ახლა მივდივარ ოფისში, ალბათ ჟურნალისტებიც მობრძანდებით, თუ შესაძლებელი იქნება თქვენთან ერთად... მეც მინდა გავიგო, მეც იგივე მაინტერესებს, რაც თქვენ ამ შემთხვევაში.

იყო ასეთი ამბავი - ადამიანურად ბევრი წელის განმავლობაში არ გვქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ დღეს რომ პოსტი იქნებოდა, არ მოველოდი. ფიზიკურად არ ვიცი რა გეგმები აქვს ზურას", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

დღეს გავრცელდა ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ის იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის გარეშე აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას.


წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა