თეგებით ძიება

გერმანიაში 92 წლის ქალს ჰოლოკოსტის უარყოფისთვის პატიმრობა მეორედ მიესაჯა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ტირგარტენის რაიონის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 92 წლის ურსულა ჰავერბეკს, რომელიც ჰოლოკოსტის უარყოფისთვის მისჯილი პატიმრობიდან მიმდინარე წლის ოქტომბერში გათავისუფლდა. გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, ურსულა ჰავერბეკმა ციხეში 2,5 წელი გაატარა.

ამჯერად 92 წლის ქალს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა 2018 წლის მარტში, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს გამო, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი „სიკვდილის ბანაკს“ არ წარმოადგენდა.

გერმანული მედიის ცნობით, განაჩენის გამოცხადებაზე ურსულა ჰავერბეკი არ გამოცხადებულა.

2017 წლის აგვისტოში ქალაქ ფერდენის სასამართლომ ჰავერბეკი ეროვნულ ნიადაგზე შუღლის გაღვივების 8 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პოლონეთის ქალაქ ოსვენციმის მახლობლად მოწყობილი საკონცენტრაციო ბანაკი აუშვიც-ბირკენაუ 1942 წლიდან ევროპელი ებრაელების განადგურების უმსხვილეს ლოკაციად იქცა. სხვადასხვა მონაცემით, საკონცენტრაციო ბანაკში სხვადასხვა ეროვნების 1,5-2 მილიონი ადამიანი დაიღუპა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა