თეგებით ძიება

თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან, თვითონ ნუ შევლენ იმ პარლამენტში და რაც უნდათ, ის ილაპარაკონ - გიგი უგულავა

\'\'ევროპული საქართველოს\'\' ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ოპოზიციის მიერ გუშინ ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე წარდგენილი დოკუმენტი ეფუძნება იმ სულისკვეთებას, რასაც ოპოზიცია აქამდეც ახმოვანებდა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ფასილიტატორი ელჩების თხოვნაა, რომ წინადადებები, რომლებიც გუშინ ჩვენ წერილობით წარვადგინეთ, რამდენიმე დღე არ გასაჯაროვდეს. ამიტომ ჩვენ ამ თხოვნას ვასრულებთ, მაგრამ ბუნებრივია, ეს ეხება რამდენიმე დღეს, დიდ ხანს ვერ გაიწელება. ჩვენი წინადადებები სპეციალურად წერილობით წარვადგინეთ, რადგან „ქართული ოცნებისგან“ ვითხოვთ ანალოგიურ პასუხს, არა – ბრიფინგებით, არამედ კონკრეტულად რას ფიქრობენ ამ წინადადებებზე.

არსებითად წინადადებები ეფუძნება იმ სულისკვეთებას, რასაც პოლიტიკური ოპოზიცია ვახმოვანებდით. ამ კუთხით ცვლილება არ არის, უბრალოდ ჩვენ მიერ გუშინ წარდგენილი დოკუმენტი არის ერთგვარი საგზაო რუკა, როგორ მივიდეს ქვეყანა იქამდე უმტკივნეულოდ, არეულობის გარეშე, როგორ უნდა განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, სადაც შეგვიყვანა ივანიშვილმა, მას შემდეგ, რაც გააყალბა არჩევნები“, – განაცხადა გიგი უგულავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა