თეგებით ძიება

გამუდმებით რატომ მცივა? – 4 გზა პრობლემის გადასაჭრელად

თუ იმ ადამიანთა რიცხვში ხართ, ვინც მხოლოდ პაპანაქება სიცხეში არ იყინება, ეს წერილი თქვენთვისაა.

მათთვის, ვისაც გამუდმებით სცივა, შემოდგომა და ზამთარი ნამდვილი გამოცდაა. რა იწვევს მუდმივი სიცივის შეგრძნებას და როგორ გავთავისუფლდეთ მისგან?
სიცივე გონების მდგომარეობაა.

მცივანები ზამთრის მოახლოვებას პანიკურად აღიქვამენ. ფანჯრიდან შეშინებულები იყურებიან და ხვდებიან, რომ სიცივეს ვერსად გაექცევიან. მათ უკვე შეუშვეს ზამთარი საკუთარ სულში და წინასწარ გენწყვნენ იმისთვის, რომ სიცივე აუცილებლად გაციებას და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს მოუტანთ.

ჩვენ სიცივეს ვებრძვით, იმის ნაცვლად, რომ მივიღოთ. ამიტომ, სხეულის ყველა კუნთი დაძაბულია. ამ დროს სისხლძარღვები და ლიმფური სისტემა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმის გათბობაზე, შეკუმშულია. შედეგად, სისხლი ცუდად მოძრაობს სხეულში და სიცივის შეგრძნება მატულობს.

სტრესი ნამდვილად ხელს უწყობს იმ ფაქტს, რომ ჩვენ უფრო ხშირად ვიყინებით და ისევ იმის გამო, რომ სხეული ამ დროს დაძაბულია.

როგორ გავითბოთ თავი
1. წინასწარ ცუდისთვის არ განეწყოთ. სხეული, რომელიც თავის დაცვას ცდილობს, უარესად იძაბება, რადგან სტრესი სხეულის გახურების საშუალებას არ აძლევს.

2. მცივანა ადამიანებს ხშირად საკუთარ თავი ეცოდებათ და სხვებისგანაც იგივეს ითხოვენ. „სულ გაყინული ვარ“, „ადვილად მარტივად ვცივდები“, „ძალიან სუსტი სხეული მაქვს“ და ა.შ. შეეცადეთ ეს დამოკიდებულება შეცვალოთ. მოძებნეთ საკუთარი ჯანმრთელობის ძლიერი მხარეები და აამაღლეთ თვითშეფასება ისე, რომ სხვების შეცოდება არ დაგჭირდეთ.

3. ნუ მიიღებთ სიცივეს, როგორც მტერს. გათავისუფლდით სტრესისა და დატვირთვისგან. ისწავლეთ მოდუნება - ამით კუნთები გაიხსნება და სისხლის მიმოქცევა გააქტიურდება. შეარჩიეთ ყველაზე სასიამოვნო ხერხები - მასაჟი, თბილი აბაზანა, ცხელი ჩაი, სასიამოვნო ფილმის ყურება და ა.შ. ეცადეთ სიცივე პანიკურად არ აღიქვათ და მხოლოდ სხეული კი არა, ფსიქიკაც გაითბოთ.

4. ემოციები ემოციებად, მაგრამ იმუნური სისტემა, რა თქმა უნდა, ასევე პასუხს აგებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომ წუწუნის ნაცვლად, მოაწესრიგეთ კვების რეჟიმი, დაკავდით ფიზიკური აქტივობით (ის კუნთების დაძაბულობას ხსნის და სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს) იძინეთ საკმარისად და გაკაჟდით. გაკაჟება ამავდროულად სხეულს სიცივესთან მიჩვევას ასწავლის. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, დადებითი შედეგები გაგახარებთ და დროთა განმავლობაში შენიშნავთ, რომ აღარ იყინებით, ან ამას დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა