თეგებით ძიება

6 მიზეზი - როცა გულის გამოკვლევა აუცილებელია!

ცუდი სტატისტიკა: მსოფლიოში სიკვდილიანობის 31% გულისა და სისხლძარღვთა სისტემის დარღვევის შედეგია. ბევრი მათგანის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა პრევენციული ღონისძიებების ჩატარების შედეგად.

1. ტკივილი გულმკერდის არეში

თუ ადრე ადამიანი ადვილად ადიოდა მეხუთე სართულამდე და ახლა ნახევარ გზაზე ჩერდება უსიამოვნო შეგრძნებების გამო, ეს საგანგაშო სიგნალია. სიარულისას ტკივილისა და მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში სტენოკარდიის ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია.

2. ქოშინი და დაღლილობა

გარკვეული მანძილის გავლისას დაღლილობა - ჩვეულ დატვირთვაზე ქოშინი - ექიმთან ვიზიტის მიზეზი უნდა გახდეს. ქოშინი მრავალი დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს, მათ შორის -სტენოკარდიისა და გულის უკმარისობის.

3. ფეხების შეშუპება

როდესაც გული ვეღარ უმკლავდება დატვირთვას, ვითარდება გულის უკმარისობა, რაც არა მარტო ქოშინით, არამედ შეშუპებითაც ვლინდება. ბევრი ამ სიმპტომს ყურადღებას არ აქცევს და ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების შედეგი ჰგონია. მაგრამ თუ საღამოს წინდის რეზინის კვალი ჩანს ფეხებზე, ეს შეშუპების აშკარა
მაჩვენებელია.


4. ორთოპნოე

ორთოპნოე გულის უკმარისობის დამახასიათებელი სიმპტომია, როდესაც ძილის დროს რამდენიმე ბალიშია საჭირო. ჰაერის უკმარისობის გამო, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ძილი არაკომფორტული ხდება. ბალიშების საშუალებით ვცდილობთ სხეულის მდებარეობს შეცვლას დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად.

5. მაღალი არტერიული წნევა

არტერიული წნევის მატებისას, შეიძლება ვერანაირი სიმპტომით ვერ იგრძნოთ. არტერიული წნევისას ≥140/90 მმ.ვწყ.სვ., ჩივილების არსებობის მიუხედავად, უნდა მიმართოთ ექიმს.

6. ქოლესტერინის მომატება

სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება ინსულტისა და ინფარქტის ერთერთი მნიშვნელოვანი გამომწვევია.

არასწორი კვება, უმოძრაო ცხოვრების წესი, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, სტრესი და დაბინძურებული ჰაერი- გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკ ფაქტორებია. თუმცა გარკვეული პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, სერიოზული პრობლემების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.


Mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა