თეგებით ძიება

რუსეთში კოვიდინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 29,039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდიულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ კი ინფიცირების 2,5 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 457 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 43,141 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა