თეგებით ძიება

კახეთში კორონავირუსის 51 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 51-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 5,161-ს მიაღწია.

ეპიდემიოლოგების თქმით, ახალი ინფიცირებულები ამ ეტაპზე ბინაზე სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. სწორედ მათ ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული მოხდება თუ არა მათი გადაყვანა კოვიდმიმღებ კლინიკებსა თუ კოვიდსასტუმროებში.

მუნიციპალიტეტებში ვირუსის გავრცელების ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: ახმეტა-360, თელავი-1,339, ყვარელი-409, ლაგოდეხი-680, გურჯაანი-1,088, სიღნაღი-303, დედოფლისწყარო-425 და საგარეჯო-557.

ბოლო ინფორმაციით, მკურნალობს 2,735, მათ შორის 2,518 დატოვებულია ბინაზე, 27 კოვიდსასტუმროში, ხოლო 190 კოვიდკლინიკაში.

თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 2,895-მდე გაიზარდა. რეგიონის მასშტაბით არსებულ საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა კი 29-მდე შემცირდა.

რამდენიმე კვირაში სულ 2,344 მოქალაქე გამოჯანმრთელდება, ხოლო 32 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 162 475 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 133 511-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 504 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა