თეგებით ძიება

ყველა მხარემ საჭირო ნაბიჯები უნდა გადადგას - კარლ ჰარცელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან.

„ამჟამად ვართ პროცესში, როდესაც მხარეები თავის პოზიციებს ცვლიან. როგორც ჩანს, მოლაპარაკების პროცესი, რთული იქნება, მაგრამ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ მხარეებმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო სცენარი იქნება. ამისთვის საჭიროა, ყველა მხარემ საჭირო ნაბიჯები გადადგას“,- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა