თეგებით ძიება

კობა დავითაშვილი მშობლიურ სოფელ ნიაბში, ტაძრის ეზოში დაკრძალეს

პარლამენტის ყოფილი წევრი და „ხალხის პარტიის" თავმჯდომარე, კობა დავითაშვილი მშობლიურ სოფელ ნიაბში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალა. მანამდე, სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს, ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ კი ოჯახს პატრიარქის სამძიმრის წერილი გააცნო.

ტაძარი, სადაც კობა დავითაშვილი იყო დასვენებული, მისივე აღდგენილია. წლების განმავლობაში უმოქმედო და დანგრეულ ტაძარში მსახურება 10 წლის წინ აღდგა. დავითაშვილთან გამოსამშვიდობებლად და პატივის მისაგებად ნიაბში მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილები.

კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში 2 დეკემბერს ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. მას ე.წ. ბეხტერევის დაავადება ჰქონდა და 25 ნოემბრიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კობა დავითაშვილს დაავადება 2017 წელს დაუდგინდა.

„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის 4 მოწვევის დეპუტატი და თბილისის საკრებულოს წევრი იყო. აქტიური პოლიტიკური საქმიანობა მან 2013 წელს შეწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, რომელშიც კენჭს პრეზიდენტობის კანდიდატად იყრიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა