თეგებით ძიება

ისეთი ხალხი ვართ, რომლებსაც ერთმანეთი დიდად არ გვიყვარს და სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს - ალექსანდრე ელისაშვილი

მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი დიდად არ უყვართ და განსხვავებული მოსაზრებებიც აქვთ.


მისი თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე მესამე რაუნდის სამზადისზე იქნება საუბარი.

„შეხვედრაზე საუბარი იქნება მესამე რაუნდის სამზადისზე, როგორ წავიდეთ, რითი წავიდეთ, რანაირად აზრთა სხვადასხვაობაა ბევრ საკითხთან დაკავშირებით. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ვართ, წარმოიდგინეთ ისეთი ხალხი, რომლებსაც ერთმანეთი დიდად არ გვიყვარს და ბევრ საკითხში არ ვეთანხმებით. რა თქმა უნდა კონკრეტულ საკითხებზე სხვადასხვა მოსაზრებები გვაქვს, თუმცა, ვნახოთ.

აქამდე ვახერხებდით შეჯერებას საერთო პოზიციაზე, მაგრამ დღეს მოხერხდება თუ არა, მერე გეტყვით. მოლაპარაკების დროს არ ხდება, რომ ერთი მხარე გადის გამარჯვებული და მეორე დამარცხებული, შესაბამისად, ორმხრივი კომპრომისია საჭირო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრას მართავენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა