თეგებით ძიება

კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ დაავადებული - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს „პისიარ“ ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდება, თუმცა მას კლინიკური სიმპტომები არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დაავადებული არ არის და არ საჭიროებას ჰოსპიტალიზაციას.

მისი თქმით, კლინიკური სიმპტომებია, ძლიერი სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, 48 საათის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა. პაციენტმა მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა მიმართოს ჰოსპიტალს.

„თუ ადამიანს აქვს მცირე სიმპტომი, პისიარ ტესტით აღმოჩნდა, რომ ის არის პოზიტიური, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის კორონავირუსით არის დაავადებული.

COVID -19 არის დაავადება, ინფექციას +კლინიკური გამოვლინდება. ეს ორი განსხვავება ჩვენს მოსახლეობამდე მიწოდებული არ იყო. ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას. ამიტომ უნდა ვიყოთ მშვიდად და არ ვიყოთ ქაოსში“,- განაცხადა ლევან რატიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.




PIA


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა