7-14 დეკემბრის ასტროპროგნოზი ტაროლოგისგან - რა გელოდებათ სიყვარულისა და ფინანსების კუთხით
ტაროლოგი HER MIT ჩვენ მკითხველს მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს სთავაზობს, როგორც ზოგადი, ასევე, სასიყვარულო ურთიერთობების და ფინანსური კუთხით.
ვერძი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ვლინდება მარტოსულობისაკენ მიდრეკილება და ეს სწორიცაა. ახლა პირადი, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების დროა. არ გამოგადგებათ არავის რჩევა და ჩარევა თქვენს საქმეებში. იყავით საკუთარი თავის იმედად.
პირადი ურთიერთობები: ყველანაირი ურთიერთობა დგას ჩანასახის მდგომარეობაში. შემოდის ახალი იმპულსები, ახალი ნაცნობობა. ძველი ურთიერთობები განახლდება ახალი ენერგიით, თუმცა, საბოლოო შედეგების დრო ჯერ არ დამდგარა. ამდენად, არ მიიღოთ სერიოზული გადაწვეტილებები.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: დიდად შემოსავლების პერიოდი არაა, თუმცა, ახლა შესაფერისი დროა მართოთ გარშემომყოფები, ახლობლები თუ დაქვემდებარებულები, თქვენი კარიერული ან ფინანსური მიზნების შესაბამისად. კარგი იქნება, თუ არსებულ დანაზოგს გამოიყენებთ საკუთარი სიამოვნებისათვის.
კურო
კვირის ზოგადი ტენდენცია: ძალიან იმპულსური პერიოდია. აქ შესაძლოა გადააწყდეთ ყველანაირ მოულოდნელობას, კარგსაც და ცუდსაც. თავადაც ხართ იმპულსური და იოლად იღებთ გადაწყვეტილებებს. ეცადეთ არაფერი სერიოზული არ წამოიწყოთ, რადგან ახლა არ ხართ ჩამოყალიბებული საკუთარ გადაწყვეტილებებში.
პირადი ურთიერთობები: ამჟამად თქვენი აგრესიულობა მაღალია. ხართ მომთხოვნი და სხვის შეცდომებზე აქცენტირებული. ცდილობთ თავი დაიცვათ არსებული და არარსებული საფრთხეებისაგან. ეცადეთ დააცხროთ თქვენი აგრესიულობა, რათა თავი აარიდოთ კონფლიქტებს.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: მყარად დგახართ მატერიალურ თემებში. მეტიც, ამ პერიოდში ისე კარგად გიჭრით გონება, რომ შესაძლოა ბევრ ადამიანს მისცეთ საჭირო რჩევები და დაანახოთ თავიანთი შეცდომები ფინანსურ საკითხებში. კონკურენტულ საკითხებში წარმატება თქვენს მხარესაა.
ტყუპები
კვირის ზოგადი ტენდენცია: თქვენ ახლა ხართ ძალიან მაღალ ნიშნულზე ყველა თემაში. თქვენთვის, დამსახურებული აპლოდისმენტების მიღების დროა. გარშემომყოფები აღიარებენ თქვენს პროფესიონალიზმს, წარმატებებს, ნიჭსა და დამსახურებებს. დატკბით აღიარებით.
პირადი ურთიერთობები: ყველანაირი კომუნიკაცია დგას სამყაროს მფარველობაში. გარშემომყოფები თავად არიან მონდომებულები გაგიწიონ ყველანაირი დახმარება და თანადგომა. თქვენი აურა იზიდავს და დადებითად განაწყობს ადამიანებს.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: მყარი და სატაბილური პერიოდია. ახლა თქვენი მატერიალური დივიდენტების გადანაწილების დროა. კარგი პერიოდია მსხვილი მატერიალური შენაძენებისათვის. არ დაიზაროთ საკუთარი თავის განებივრება.
კირჩხიბი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ესაა სიახლეების პერიოდი, როცა თქვენ სრულიად ახლებურად აღიქვამთ და გადააფასებთ ადამიანებსა თუ მოვლენებს. თქვენი გონება გამჭრიახია. ახლა ზუსტად შეგიძლიათ აღმოაჩინოთ გაუგებრობებისა და ჩავლილი წარუმატებლობის მიზეზები და გამოასწოროთ ისინი.
პირადი ურთიერთობები: გარკვეულწილად აღინიშნება სტაგნაციის პერიოდი. არ ხართ აქტიური ქმედებებში, თუმცა ხართ მომთხოვნი. ახლა სწორედაც რომ დროა, დამსახურებულად დაგიბრუნდეთ ყურადღება და სიყვარული გარშემომყოფების მხრიდან.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: მართალია დიდად შემოსავლიანი პერიოდი არაა, მაგრამ კარგად ახერხებთ ფინანსური და სამსახურებრივი საქმეების ზომიერად დაბალანსებას. არ გირჩევთ რადიკალურ ქმედებებსა და დაუგეგმავ ხარჯვას.
ლომი
კვირის ზოგადი ტენდენცია: მოდუნებისა რელაქსის პერიოდია. თქვენი შარმი და მიმზიდველობა მაღალია და ეს გადამდებია. გარშემომყოფები კეთილგანწყობილები არიან თქვენს მიმართ და გამოიყენეთ მათი დახმარებისა და თანადგომის მზაობა.
პირადი ურთიერთობები: ყველა სახის ურთიერთობისათვის ჰარმონიული და მყარი პერიოდია. ენერგიას გაძლევთ ზოგადად ყველა სახის კომუნიკაცია. პარტნიორებისგან და მეგობრებისაგან მიიღებთ ყურადღებასა და კეთილგანწყობას.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: არც ისე სასიკეთო პერიოდია. ჯობია თავად დახუროთ წარუმატებელი თემები, ან დატოვოთ არაფრისმომცემი სამუშაო ადგილები. გადაახარისხეთ თუნდაც ნივთები და მოსაშორებელი მოიშორეთ. ახლა გადაფასებების დროა.
ქალწული
კვირის ზოგადი ტენდენცია: შემოსავლებისა და მიღწევების პერიოდია. რაც თქვენი ნაშრომია, ყველაფერი დაფასდება და ანაღაურდება. დაგიბრუნდებათ როგორც ფიზიკური, ასევე ემოციონალური შრომის საფასური.
პირადი ურთიერთობები: გარშემომყოფებისაგან მოიჩქარის მატერიალური და ემოციონალური საჩუქრები. ხართ ყურადღების ცენტრში. მიიღებთ ყველაფრის უკუგებას, რაც დამსახურებულად გეკუთვნით.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ხდება ფინანსების შემოდინება. დაბრუნდება თქვენს მიერ გავალებული თანხები. მიიღებთ ყველა ნაშრომის ანაზღაურებას. არაა გამორიცხული ბონუსებისა და წახალისებების მიღებაც.
სასწორი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ამჟამად სიმშვიდის პერიოდია თქვენთვის. ახლა ჯობია შორიდან დააკვირდეთ მოვლენებს და შეფასებებისაგან და აზრის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავოთ. მოვლენებს მიეცით ბუნებრივად განვითარების შესაძლებლობა, და სწორედ ამითი დარჩებით მოგებული.
პირადი ურთიერთობები: ამ ეტაპზე გიჭირთ რეალური მოვლენების აღქმა. დაბნეული ხართ და ეჭვიანი. თქვენი შეფასებები შესაძლოა არ იყოს რეალური, ამდენად, ახლა სერიოზული გადაწყვეტილებების დრო არაა.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: სასიკეთო პერიოდია შემოსავლების კუთხით. დამსახურებულად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებთ საჩუქრებს, ანაზღაურებას, ზოგ შემთხვევაში ბონუსებსაც კი.
მორიელი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ძალიან სასიკეთო და ყველანაირად დადებითი პერიოდია თქვენთვის. სამყარო კეთილგანწყობილია და ცდილობს ხელი შეგიწყოთ ყველაფერში, რაც თქვენთვის რეალურადაა წარმატების მომტანი.
პირადი ურთიერთობები: სამყაროს წყალობა გმფარველობთ. ამ პერიოდში გაცნობილი ახლი ადამიანები აუცილებლად კარმულ კავშირში არიან თქვენთან და აქვთ გარკვეული დანიშნულება. შესაძლოა ურთიერთობების გაოფიცილურებაც.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ხდება ფინანსების შემოდინება. მიიღებთ დამსახურებულ ანაზღაურებას, საჩუქრებს, ბონუსებსა და მოულოდნელ შემოსავლებს.
მშვილდოსანი
კვირის ზოგადი ტენდენცია: მშვიდი პერიოდია, როცა არც სურვილი გაქვთ და არც არის უპრიანი რაიმე სახის აქტიურობა. მაქსიმალურად ეცადეთ არ ჩაერიოთ არავითარ გარჩევაში და არ გახდეთ არავის მხარდამჭერი. ახლა თქვენ შორიდან და ჩუმად უნდა შეაფასოთ ყველანაირი სიტუაცია შემდგომი ქმედებების დასაგეგმად.
პირადი ურთიერთობები: ახლა აღმოჩენების დროა, როცა თქვენ დაინახავთ რომ „თეთი-თეთრი არ ყოფილა და შავი-შავი.“ ახლებურად შეხედავთ ადამიანებს, ზოგადად ურთიერთობებს. გახსნით და ამოიცნობთ ადამიანების ჭეშმარიტ არსს.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ამ პერიოდში შემოსავლებზე უფრო მნიშვნელოვანია გასავლების ჭკვიანურად მართვა. გარშემომყოფები ეცდებიან მაქსიმალურად გამოგიყენონ ფინანსურადაც და ინტელექტუალურადაც. დაიცავით თქვენი ნაშრომი და ენერგია გონივრულად.
თხის რქა
კვირის ზოგადი ტენდენცია: დრო დაუთმეთ თვითგანვითარებასა და ფასეულობების გადაფასებას. ახლა მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებებით გმართებთ ხელმძღვანელობა. არ გამოგადგებათ არავის აზრი და შეხედულება. ამ ეტაპზე არ ხართ წყვილური მოთამაშე.
პირადი ურთიერთობები: ძალიან მაღალია თქვენი ნების ძალა და გავლენიანობა. ახლა ხართ მანიპულატორი და შეგიძლიათ გარშემომყოფების მართვა საკუთარ ნებაზე, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. თუმცა, არაა საჭირო გულითად ურთიერთობებში შეჭრა.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ეს თემა ძალიან დადებით ველში დგას. შეუფერხებლად ხორციელდება ყველა ტიპის ქმედება: შესყიდვა-გაყიდვა, შემოსავლები, ანაზღაურება. და ა. შ. მცირე ყოველდღიურობიდან დაწყებული, მსხვილი ბიზნესით დამთავრებული.
მერწყული
კვირის ზოგადი ტენდენცია: თქვენი თავდაჯერებულობა და თვითრწმენა ძალიან მაღალია. ყველა თემა ვითარდება თქვენივე ხელმძღვანელობით. შეგიძლიათ თქვენი გავლენიანობა დელიკატურად გამოიყენოდ საკუთარი მიზნებისათვის.
პირადი ურთიერთობები: ახლა ისეთი ძლიერი ხართ, რომ შეგიძლიათ ყველას მიუჩინოთ თავისი ადგილი და გამოხვიდეთ სხვათა გავლენებიდან. ამ პერიოდში უფრო იოლად მიიღებთ თქვენი მოთხოვნების შედეგებს, ვიდრე სხვა დროს.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: შემოსავლებისათვის არაა სასიკეთო კვირა. ყველა კაპიკზე და კუთვნილ შემოსავალზე, გიწევთ ძალისხმევის ჩადება, შეხსენება, მოთხოვნა. რაღაც თანხებს ან შემოსავლებს კი იღებთ, მაგრამ ძნელად და ნელა.
თევზები
კვირის ზოგადი ტენდენცია: აღინიშნება გაორების ტენდენცია, ორ უკიდურესობაში აზროვნება. ახლა ან ყველაფერი მოგწონთ, არ არაფერი. მეტად ხართ დაბნეული და არეული, ვიდრე ოდესმე. ამდებად, ნაკლებად ხედავთ რეალობას. ამ პერიოდში არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები.
პირადი ურთიერთობები: მიდრეკილი ხართ მარტოობისა და თვითშემეცნებისაკენ, და ეს კარგიცაა. ეს პერიოდი ხელს არ უწყობს არცერთი სახის კომუნიკაციას. მოერიდეთ კამათს, ხმაურიან და დამღლელ ადგილებს.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ახლა საკუთარი ნაშრომის განკარგვის დროა. ბიზნესა და საქმეში მოახდინეთ დელეგირება, გაეცით დავალებები და თავად ნაკლებად მიიღეთ მონაწილეობა ქმედებებში. წაახალისეთ საკუთარი თავი მცირე საჩუქრებით.
პროგნოზის ავტორი: ტარილოგი her mit
https://www.facebook.com/Her-Mit-104439888130457
https://www.facebook.com/her.mit.3139