თეგებით ძიება

ჩემს შვილს უთხარი, დედიკო დაგირეკავს მალე - ექიმის ემოციური ფოტო კლინიკიდან

ექი­მი ნანა სხი­ლა­ძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ემო­ცი­ურ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. ფო­ტო­ზე ის მი­ნის მიღ­მა წე­რი­ლით ხელ­ში ჩანს. ფურცელზე წე­რია: „ჩემს შვილს უთხა­რი, დე­დი­კო და­გი­რე­კავს მალე“.

როგორც ექიმმა „იმედინიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მას ორი შვილი ჰყავს, 5 წლის ალექსანდრა და წლინახევრის ნიკოლი, რომელთაც კვირაში მხოლოდ ერთხელ ნახულობს.

„როცა PCR-ტესტის პასუხს ვიგებ, რომ უარყოფითია, მხოლოდ მაშინ მივდივარ მათთან. ძალიან რთული პერიოდია, როგორც მედიკოსებისათვის, ასევე მოსახლეობისთვის. მინდა, მხნეობა, გამძლეობა ვუსურვო მათ და პანდემიის მალე დასრულება“ აცხადებს ნანა სხილაძე.

ჩემს შვილს უთხარი, დედიკო დაგირეკავს მალე - ექიმის ემოციური ფოტო კლინიკიდან

ვითომ ხომ მომღიმარი ფოტოა..????
მაგრამ თან დაგვაქვს ყველა აქ მომუშავე მედიკოსს ყველაზე დიდი, დედის დარდი რომელიც მოსვენებას არ გაძლევს . ..
- ნეტა როგორ არიან ჩვენი შვილები? რას აკეთებენ ხომ არ ტირიან... ♥️♥️
ძალიან მიყვარხართ დედიკო ???? მალე ისევ ვივლით უპირბადეო, ფერად სამყაროში! ☀️???? ბევრს ვითამაშებთ როგორც ადრე და დაღამებამდე არ ავალთ სახლში ????☀️

ნანა სხილაძის განცხადებით, ის, უმეტესად, რეანიმაციულ განყოფილებაში, უმცროს ექიმად მუშაობს. მან შექმნა მოხალისე ექთნების ჯგუფი, რომლის წევრებიც მძიმე პაციენტებთან სახლში მიდიან მაშინ, როცა სასწრაფო ვერ ახერხებს გამოძახებაზე მისვლას, კლინიკაში ადგილი არაა და პაციენტს, ექიმის დანიშნულებით, გადასხმა ან ნემსის გაკეთება სჭირდება. ექიმის განცხადებით, მოხალისე ექთნების ჯგუფში 18 ადამიანია. ნანა სხილაძე აცხადებს, რომ კვლავ ეძებს მოხალისეებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა