თეგებით ძიება

უტა ივანიშვილის რუსული დოსიე და ტიკარაძის ტყუილი - რას მალავენ ივანიშვილები

გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის" სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი უტა ივანიშვლი რუსეთის მოქალაქეა - ამას მოწმობს ის დოკუმენტიც, რომელიც ტელეწამყვანმა გაასაჯაროვა.
ირკვევა ისიც, რომ უტამ პასპორტის განახლების მოთხოვნით რუსეთის შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართა.

ეს ყველაფერი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა და ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის სკამი გარანტირებულად მიიღო.

უტას გარდა, რუსეთის მოქალაქეა ბერა ივანიშვილიც - მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საქართველოს გარდა, ამ სტატუსით ოკუპანტ ქვეყანაშიც სარგებლობს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და ივანიშვილის ყოფილი პირადი სტომატოლოგი ამ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე დამატებითი ნეგატივის წარმოქმნად აფასებს. მისი განცხადებით, ტელეეთერში გასული სიუჟეტი "ფეიკნიუსია", რომელიც პირდაპირ არის მიმართული ჩვენი ქვეყნის რეგრესსა და უკუსვლაზე.

„ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი „ფეიკნიუსი“ გავიდა ჩვენი ტელეკომპანიების საშუალებით, რომ ჩემთვის ესეც არის შექმნილი სიუჟეტი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე დამატებითი ნეგატივის წარმოქმნას იმისთვის, რომ მოსახლეობას დაეკარგოს მისდამი ნდობა, გამოიწვიოს მოსახლეობის აგრესია. ეს პირდაპირპროპორციულად მიმართულია ჩვენი ქვეყნის რეგრესზე და უკანსვლაზე. იცით, რომ ჩვენ ვართ მომხრე საქართველოს ევროპული განვითარების, დემოკრატიული განვითარების. რეალურად, ვგმობთ მსგავს „ფეიკნიუსებს“ და არ ვიყენებთ ჩვენი ოპონენტების მიმართ ასეთ ხერხებს», - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, უტა ივანიშვილი ბიძინას ანგარიშებსა და ბიზნესების ნაწილს განაგებს, მათ შორის "ქართუ ბაკსა" და მის შვილობილ კომპანიებს. ის ოჯახიდან ერთადერთი არაა, რომელსაც რუსული პასპორტი გააჩნია - აღნიშნული დოკუმენტები აქვთ როგორც ბიძინას და ბერას, ასევე ეკა ხვედელიძესაც.

ოპოზიციის შეფასებით, არჩევნებამდე რუსულ პასპორტზე უარის თქმა ბიძინას მხრიდან იყო ერთი დიდი ცირკი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის გამო გაითამაშა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა