თეგებით ძიება

როდის დასრულდება 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განცხადებების მიღება?

300 ლარიან კომპენსაციაზე განცხადებების მიღების პროცესი 28 დეკემბრამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენო, თუმცა შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები სწორად იყოს მოწოდებული, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება იმ გადამხდელს, ვინც მოახდენს ამ ინფორმაციის მოწოდებას. მინდა გითხრათ, რომ სისტემა არის გამართული და იქ არის კითხვა-პასუხის ნაწილიც, ამომწურავ პასუხს მიიღებენ ყველა შეკითხვაზე. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად დროულად და ოპერატიულად მოახდინონ ინფორმაციის მოწოდება შემოსავლების სამსახურისთვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანმა, ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 300 ლარიან კომპენსაციაზე შემოსავლების სამსახურში 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა