თეგებით ძიება

"გთხოვთ, არ გაგვწიროთ შიმშილის, სიცივის და სიკდვილისთვის" - ტრანსგენდერების აქცია კანცელარიასთან

ტრანსგენდერი ქალები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და პრემიერ გახარიას მიმართავენ.

"შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით. ვინაიდან გვიწევს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება, საბაზისო საჭიროებების გარეშე, როგორიც არის საცხოვრებელი, საკვები, მედიკამენტები, გთხოვთ, ჩვენი გასაჭირი და პრობლემები მიიტანოთ გულთან და ამ პანდემიის პირობებში, ვიდრე არსებული აკრძალვები არ დასრულდება, მოგვაქციოთ ყურადღება.

რადგან ვართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, არ შეგვხებია არც ერთი ანტიკრიზისული გეგმა. ამავდროულად, ტრანსგენდერი ადამიანების 90% ვიყავით სექს სამუშაოზე თვითდასაქმებულები და შეძლებისდაგვარად გაგვქონდა თავი. არსებული მდგომარეობის გამო აღარ გვაქვს ამის შესაძლებლობა.

ამიტომ გთხოვთ, მოგვაქციეთ ყურადთება. გთხოვთ, არ გაგვწიროთ შიმშილის, სიცივის და სიკდვილისთვის"- წერია მიმართვაში, რომელსაც ხელს 100 ტრანსგენდერი მოქალაქე აწერს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა