თეგებით ძიება

როგორ დავადგინოთ კარაქი ხარისხიანია თუ არა?

სუპერმარკეტში კარაქის შეძენისას მომხმარებლების უმეტესობა ყურადღებას პროდუქციის შემადგენლობას აქცევს. მწარმოებლების უმეტესობა ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სწორედ მათი პროდუქცია ბაზარზე საუკეთესოა, მაგრამ ზოგჯერ ეტიკეტზე სხვა რამ წერია და სინამდვილეში სრულიად სხვაა და დასახელებული ინგრედიენტების გარდა, პროდუქცია ბევრ სხვა ნივთიერებას შეიცავს.

ზოგი დიასახლისი, რომელიც უპირატესობას ნატურალურ კარაქს ანიჭებს, ცდილობს პროდუქტი ბაზარში შეიძინოს, მაგრამ არ იცის როგორ შეამოწმოს პროდუქტის ხარისხიანობა.

ჩვენ გასწავლით ხერხებს, რომელთა დახმარებითაც შეიძლება შეამოწმოთ კარაქის ნამდვილობა.

1. ნახეთ პროდუქტის შემადგენლობა. ის მხოლოდ 2 ინგრედიენტს, რძეს და ნაღებს უნდა შეიცავდეს.
თუ შეფუთვაზე არ არის წარწერა „კარაქი“, მაშინ ეს შეიძლება მარგარინი ან სპრეი იყოს.

2. ნამდვილი კარაქი ერთ-ერთი განმსაზღვრელი მისი ფასია, რადგან ძროხის რძე რძის შემცვლელებზე გაცილებით ძვირია.

3. კარაქის ფერი ძალიან ყვითელი ან ძალიან თეთრი არ უნდა იყოს.

4. ბუნებრივი კარაქი შეფუთვასა და დანას არ ეკრობა და შეხებისას საკმაოდ რბილია.

5 დააკვირდით შენახვის ვადას. თუ კარაქი ნამდვილი ძროხის რძისგან მომზადდა, მაშინ ეს ვადა ათ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. თუ თქვენ ლითონის ქილაში მოთავსებული კარაქი შეიძინეთ, მაშინ ვარგისიანობის ვადა სამ თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

6. როდესაც ნატურალური კარაქი დნობას იწყებს, ეს თანაბრად ხდება. წვეთები გამდნარი კარაქის ზედაპირზე მიუთითებს, რომ ეს მარგარინია.

7. ნატურალური კარაქი ბევრად ნელა რბილდება, ვიდრე მარგარინი.

8. თუ კარაქი მაღალი ხარისხის ნაღაბისგან მომზადდა, ის მყარი და გლუვი იქნება,ხოლო გაჭრის ადგილას ოდნავ იბზინებს.

8. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაცივარიდან გამოღების შემდეგ კარაქი არ დაიშალოს. ის პურზე მკვრივ, ერთგვაროვან ფენად უნდა წაესვას.
და ბოლოს, დააკვირდით პროდუქტის ვარგისიანობას და ნუ გამყალბებლებს თქვენი მოტყუების შესაძლებლობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა