თეგებით ძიება

ნიკოლოზ მჭედლიშვლი: ოპოზიციას სურს თავის თავზე გამოჭრას და მოირგოს კანონმდებლობა

ე.წ პოლიტპატიმრების მოთხოვნის საკითხის დაყენება, არის მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ უდგებიან პოლიტიკურ სისტემას, კანონმდებლობას ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებში არიან ჩართული, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამის გარდა ოპოზიცია აყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომელიც კანონმდებლობის ჩარჩოებიდანაა გასული. „მოლაპარაკებების პროცესში, გამოიკვეთა რომ ერთ-ერთი მუხლია კონსტიტუციის ცვლილება და 5%-იანი ბარიერის 1%-მდე დაწევა. ეს ცვლილება იყო მიღებული რამდენიმე წლის წინ, მათ შორის ოპოზიციის მონაწილეობით, სადაც განსაზღვრულია ის, თუ მომავალი არჩევნები როგორ ჩატარდება. ოპოზიციას სურს თავის თავზე გამოჭრას და მოირგოს კანონმდებლობა, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას აკეთებდნენ. ეს მოთხოვნები, რომელიც კანონგარეშეა მათ უხერხულობას არ უქმნით“, - აცხადებს მჭედლიშვილი.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებები თითქმის 6 საათს გაგრძელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა