თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა დათმობების პრინციპით, არამედ იმით, თუ რა სჭირდება ქვეყნის განვითარებას

\'\'ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა დათმობების პრინციპით, არამედ იმ პრინციპით, თუ რა სჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას’’ , - განაცხადა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, დათმობა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

„ზუსტად ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ასეთივე პრინციპით ხელმძღვანელობს“, - აღნიშნა კობახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება.

‘’ბუნებრივია, არსებობს შეთანხმების "დედლაინი", - ესაა პარლამენტის პირველი სხდომის დღე. იქიდან გამომდინარე, რომ კვირის ბოლომდე პარლამენტის პირველი სხდომა უნდა შედგეს, არსებობს შეთანხმების მიღწევის ვადა და ამ ვადის ფარგლებში, იმედია, მივაღწევთ შეთანხმებას“, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა