თეგებით ძიება

3500-მდე ბენეფიციარი, ვინც უფასო სასადილოს სერვსით სარგებლობას ელის, ამ პროგრამაში უკვე ჩაერთვება — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 3500-მდე ბენეფიციარი, ვინც უფასო სასადილოს სერვსის სარგებლობას ელის, ამ პროგრამაში უკვე ჩაერთვება. ამის შესახებ მან დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"გვაქვს პროგრამა უფასო სასადილოების სახით, სადაც 40 ათასამდე ბენეფიციარს ვაკმაყოფილებთ და დაახლოებით, 3 500 ადამიანია მოლოდინის რეჟიმში, რომ ჩაჯდეს ამ პროგრამაში და ისარგებლოს ამ კონკრეტული უფასო სასადილოებით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომლოდინე ადამიანების რაოდენობა გავანულოთ", — განაცხადა მან.

მისი თქმით, პანდემიის დროს გამოწვეული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.


წყარო:on.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა