თეგებით ძიება

ამერიკაში მოღვაწე თელაველმა ექიმმა კლინიკებს საჭირო ინვენტარი უსასყიდლოდ გადასცა

ამერიკაში მოღვაწე ექიმმა, დავით მრელაშვილმა, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში დაბრუნდა, პულსოქსიმეტრები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო პლანშეტები, LCD ტელევიზორი და ლეპტოპები სამედიცინო დაწესებულებებისთვის შეიძინა და კლინიკებს უსასყიდლოდ გადასცა.

ქველმოქმედებაში ჩაერთო „თელავის ღვინის მარანიც“, კომპანიამ 15 სპეცსაწოლი თელავის რაიონულ საავადმყოფოს დღეს ოფიციალურად გადასცა.

ინვენტარის გადაცემის ცერემონიას თავად ქველმოქმედების ინიციატორები და კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი დაესწრნენ.


"იმედინიუსი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა