თეგებით ძიება

ზურაბ ჯაფარიძე: დაფინანსების სისტემა საერთოდ გასაუქმებელია, რადგან მან გააფუჭა ქართული პოლიტიკური სპექტრი


„გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია გაყალბების ფაქტებს ვერ დაადგენს და შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ამ წინადადებას აზრი არ აქვს.



„საარჩევნო კომისია გაყალბების ფაქტებს ვერ დაადგენს. მაგალითად, საარჩევნო კომისიამ შეუძლებელია, დაადგინოს კარუსელების ამბავი. შეიძლება, ხელახლა დააჯამოს უბნების ოქმები და ნახოს, იქ ხომ არ არის მათემატიკური ცდომილება, მაგრამ ის, რომ კარუსელები ტრიალებდა და რამხელა იყო მისი მასშტაბი, შეუძლებელია. ამიტომ ამ წინადადებას აზრი არ აქვს. ჩანაწერების ნახვაც ვერ უშველის. მგონი, ტექნიკურად შეუძლებელი, აიღონ ჩანაწერები და ნახონ, მერე სახეზე ამოიცნონ, ვინ სად შედიოდა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება მანდატების გაუქმების საკითხს, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარტიების დაფინანსების მომხრე არც არასდროს ყოფილა.

„მანდატების გაუქმებას რაც შეეხება, გასაგებია, თუ მოლაპარაკების მაგიდასთნ შეთანხმება ვერ მოხდება, მაშინ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს გააგრძელებენ, შესაბამისად, მანდატები გაუქმდება. ეს გასაგებია, პარლამენტში რომ ვერ შედიხარ, მანდატი გიუქმდება. მე დაფინანსების მომხრე არც არასდროს ვყოფილვარ. ვფიქრობ, რომ დაფინანსების სისტემა საერთოდ გასაუქმებელია, რადგან მან გააფუჭა ქართული პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა