თეგებით ძიება

რას ამბობს ხელისგულზე ხაზები თქვენი მფარველი ანგელოზის შესახებ?

ქირომანტიაში ქვემოთ, ფოტოზე გამოსახულ ხაზს მფარველი ანგელოზის ხაზს უწოდებენ. სამწუხაროდ ეს ხაზი ყველას არ აქვს და თუ თქვენს ხელისგულებზე აღმოაჩინეთ, ნიშნავს რომ ძალიან გაგიმართლათ – უზენაესი ძალები გიცავენ, მფარველი ანგელოზი გარიდებთ უბედურებას და თუკი თქვენი სიჯიუტით მაინც რამე მოიწიეთ, პრობლემებთან მარტო არასოდეს დაგტოვებთ.

ამ ხაზს მეორე სიცოცხლის ხაზს უწოდებენ. იმიტომ კი არა, რომ სიცოცხლის ხაზის გვერდით მდებარეობს, არამედ იმიტომ, რომ ძლიერი მხარდაჭერა და დაცვაა.


თუკი მფარველი ანგელოზის ხაზი სიცოცხლის ხაზის პარალელურია და თითქმის მთელ სიგრძეზე მიყვება, ნიშნავს რომ მფარველი ანგელოზი მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის გვერდით იქნება.

მკრთალი, ან გაწყვეტილი სიცოცხლის ხაზი ავადმყოფობას, ხიფათს დ აუბედურებას ნიშნავს, მაგრამ თუკი ამ სეგმენტს მფარველი ანგელოზის ხაზი უკავშირდება, ნიშნავს უზენაესი ძალები ადამიანს ამ უსიამოვნებებს ააცილებენ.

თუკი მფარველი ანგელოზის ხაზი მარჯვენა ხელზეა, ნიშნავს რომ ადამიანმა უზენაესი ძალების დაცვა პირადი დამსახურებით მიიღო. მას რომელიმე კეთილი საქმეების გამო, ან წარსულში გავლილი ტანჯვების საპირწონედ იცავენ.



თუკი მფარველი ანგელოზის ხაზი მარცხენა ხელზეა, მფარველი ანგელოზის მხარდაჭერა დაბადებით, წინაპრებისგან ერგო.

ზოგადად კი, როგორიც ხაზიც უნდა გქონდეთ, ნიშნავს რომ იღბლიანი ხართ, ქუდბედიანი. არ გემუქრებათ შიმშილი, უსახლკარობა, სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და კატასტროფებიდანაც ყოველთვის ჯანმრთელი და ცოცხალი გამოძვრებით. სირთულეებიდან თითქოს ხელში ატატებული გამოყავხართ მფარველ ანგელოზს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა