თეგებით ძიება

სანდრო რაქვიაშვილი: დარწმუნებული ვარ, „გირჩი“ არ იქნება პარლამენტში

ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას მთელ ოპოზიციაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, „გირჩი“ არ იქნება პარლამენტში ოპოზიციის უმრავლესობაც, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილი ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი დაწერენ განცხადებას და არ შევლენ პარლამენტში.

„ჩვენ დავწერთ განცხადებას, არ შევალთ პარლამენტში. მოლაპარაკების მთელი პროცესი გვქონდა ერთი და იგივე პოზიცია. ჩვენ მივიჩნევდით, რომ ოპოზიციური ერთობა მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ სხვა კოლეგებთან ერთად მთელი ეს პერიოდი სხვადასხვა ვერსიაზე ვმუშაობდით და ერთიან პოზიციას ვაყალიბებდით. პროცედურულ საკითხებზე იყო დღესაც დისკუსია. ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას მთელ ოპოზიციაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, „გირჩი“ არ იქნება პარლამენტში ოპოზიციის უმრავლესობაც “, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა