თეგებით ძიება

ალეკო ელისაშვილი: მთელი დღეა ვცდილობ გადავარჩინო მოლაპარაკების პროცესი, რომლის საბოტაჟსაც შიგნით ბაქრაძე, გარეთ კი ბოკერია-უგულავა ეწევა

„ქართულმა ოცნებამ“ ოთხივე საკითხზე, რომელიც მივიტანეთ უკან დაიხია. მე რისიც მწამს და მჯერა, მივაწვები ბოლომდე. მე მთელი დღეა ვცდილობ გადავარჩინო მოლაპარაკების პროცესი, რომლის საბოტაჟსაც ბოკერიას პარტია ეწევა, შიგნით ბაქრაძე, გარეთ ბოკერია-უგულავა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.​

​„ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ გვითხრა, რომ გადავთვლით, აღმოვაჩენთ გაყალბებას და ვადამდელი ჩატარდებაო. მოლაპარაკებებზე მოიტანეს ეს. დეტალებს ვერ ვიტყვი. ოთხივე საკითხზე უკან დაიხიეს, რიგგარეშე ხომ იყო მათი წითელი ხაზი. ვივარგოთ, დავამტკიცოთ რომ გაყალბდა. ყველაფერზე მოდიან და არის ძალიან სანდო მეთოდები, რითაც შევძლებთ დავუმტკიცოთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვლმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა