თეგებით ძიება

გოგომ შეყვარებულს 8–წლიანი ურთიერთობის შემდეგ ხელი ართხოვნის გამო სასამართლოში უჩივლა

„როდის ქორწინდებით?“ – ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როცა წყვილს მრავალწლიანი ურთიერთობა აქვს და პასუხის არქონა საკმაოდ სტრესულიც კი არის ხშირ შემთხვევაში.

ერთი წყვილის შემთხვევაში კი საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. ზამბიელმა ქალმა გადაწყვიტა, რომ ნიშნობის ბეჭდისთვის რვაწლიანი ლოდინი ბევრია და ხელის ართხოვნის გამო, შეყვარებულს სასამართლოში უჩივლა.

გერტრუდ ნგომა და ჰერბერტ სალალიკი ერთმანეთს 8 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. საბოლოოდ 28 წლის ჰერბერტი 26 წლის ნგომას დაქორწინებას დაჰპირდა, თუმცა ეს თარიღი არასდროს დადგა და დროში გაიწელა. ამიტომ, გერტრუდმა შეყვარებული სასამართლოს გზას გაუყენა და მისგან სამომავლო გეგმების ჩამოყალიბება მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ წყვილს შვილი უკვე ჰყავთ, მიუხედავად ამისა, ნგომა მშობლებთან ცხოვრობს. იგი თვლის, რომ შვილის მამა მათ ურთიერთობას არასერიოზულად უდგება.

კაცი კი თავს იმით იმართლებს, რომ მას ქორწილის გადასახდელად შესაბამისი თანხები არ გააჩნია.

დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას და ვის სასარგებლოდ მიიღებს სასამართლო.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა