თეგებით ძიება

ქმართან შერიგებულმა ჭოხონელიძემ ქორწინების 32 წელი აღნიშნა - გია პანდემიის გამო ძალიან შეშინებულია

მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გია კოვიდპანდემიის გამო ძალიან შეშინებულია.

„ყველაზე მძიმედ პანდემიას გია განიცდის, ძალიან შეშინებულია. ყველას გვამოწმებს სახლიდან გასვლის წინ და პირბადის გაკეთებას, სადეზინფექციო საშუალებების მომარაგებას გვახსენებს.

5 ნოემბერს ქორწინების 32 წელი აღვნიშნეთ, ე.წ. „ვერცხლის ქორწილი“ რამდენიმე წლის წინ გვქონდა, თუმცა მაშინ ერთად არ ვიყავით“, - ამბობს ჭოხონელიძე.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა