თეგებით ძიება

ნინო ბურჯანაძე: ქვეყანაში არ გავჩერდებოდი, რომ მჯეროდეს ელისაშვილმა და იოსელიანმა ჩემზე მეტი ხმა მიიღეს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისმა პარტიამ 1%-იანი ბარიერი იმიტომ ვერ გადალახა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს არ სურდა.

მისი თქმით, არ სჯერა, რომ პარტია „მოქალაქეებს“ მხარი მეტმა მოქალაქემ დაუჭირა, ვიდრე მის პარტიას.

„იმ ქვეყნის რა ვთქვი, თუ იოსელიანი და ელისაშვილი უნდა იყვნენ პარლამენტში, ბურჯანაძე კი არა. ასეთ შემთხვევაში, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მე რომ ერთი წამითაც მჯეროდეს, რომ ელისაშვილსა და იოსელიანს ჩემზე და ჩემს თანაგუნდელებზე მეტი ხმა აქვთ აღებული, საერთოდ არ გავჩერდებოდი ამ ქვეყანაში, არათუ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ხმები წაგვართვეს“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა