თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ვერ გაუძლებს გვარამიას, სააკაშვილის, ბოკერიას, სხვა პათოლოგიური ადამიანების შანტაჟს და იქნება მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ეს დაკმაყოფილდება

საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ძალიან კარგად განვითარებული კულტურა სხვადასხვა მიმართულებით, არ შეიძლება, ასეთი პათოლოგიური ადამიანები – ბოკერია, გვარამია, სააკაშვილი აშანტაჟებდნენ ვინმეს და ვინმე ექცეოდეს მათი გავლენის ქვეშ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ იქნება მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ის აუცილებალდ დაკმაყოფილდება.

„რაც შეეხება მანდატებს, იმ დეპუტატების მანდატებს, რომლებიც არიან არჩეული და რომელთა უფლებამოსილება იქნება ცნობილი ხვალიდნელ სხდომაზე, ამასთან დაკავშირებით იღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას. ჩვენ უკვე გუშინ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ იქნება მომართვა სადეპუტატო უფლებამოსულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს მიმართვა აუცილებალდ დაკმაყოფილდება, თუ ვინმე ვერ გაუძლებს გვარამიას, სააკაშვილს, ბოკერიას და სხვა პათოლოგიური ადამიანების შანტაჟს. ეს ხომ საერთოდ სასცილოა, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ძალიან კარგად განვითარებული კულტურა სხვადასხვა მიმართულებით, ასეთ ქვეყანაში არ შეიძლება, ასეთი პათოლოგიური ადამიანები – ბოკერია, გვარამია, სააკაშვილი აშანტაჟებდნენ ვინმეს და ვინმე ექცეოდეს მათი შანტაჟის და გავლენის ქვეს. ეს ასე ვერ გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ვინც იქნება კვლავაც ასეთი შანტაჟის, ბულინგის მსხვერპლი და ასე გააგრძელებს თავის საქმიანობას, მათი ადგილი პარლამენტში არ არის, ვინც სხვანაირად გააგრძელებს თავის საქმიანობას, ისინი შემოვლენ პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა