თეგებით ძიება

კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი გარდაიცვალა.

ალექსანდრე რეხვიაშვილი იყო ანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესის“ პრიზის, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზის მფლობელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი, ღირსების ორდენის კავალერი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზის მფლობელი.

საშა რეხვიაშვილი ავტორია ფილმებისა: „ნუცა“, „საფეხური“, „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“, „გზა შინისაკენ“, „მიახლოება“ და სხვა.

გარდა რეჟისორობისა, საშა რეხვიაშვილი დამდგმელი ოპერატორი იყო ისეთი ფილმების, როგორიცაა: „ალავერდობა“, „მიქელა“, „ფიროსმანი“, „ძაღლი“, „რამაზ ჩხიკვაძე“.

დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის(მოსკოვი) საოპერატორო ფაკულტეტი 1962 წელს, 1971 წელს ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1979 წელს რეჟისორმა მანჰეიმის საერთაშორისო ფესტივალის გრან პრი, კინოპრესის საერთაშორისო ორგანიზაციის პრიზი და გერმანიის კათოლიკური ეკლესიის ჯილდო ფილმ “მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკისთვის” მოიპოვა, 1990 წელს მიუნხენის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო ჟიურის სპეციალურ პრიზი ფილმისთვის “მიახლოება”. 1998 წელს გადაეცა ღირსების ორდენი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა