თეგებით ძიება

თუ თითები გადაჭდობილია - რას გვეუბნება სხეულის ენა?!

ერთი შეხედვით, ეს ჟესტი, შესაძლოა, თავდაჯერებას მიანიშნებდეს, რადგან ზოგიერთი, ვინც მას იყენებს, მოსალოდნელია, ამ დროს იღიმოდეს.
ერთხელ ჩვენ ვაკვირდებოდით მოლაპარაკებებიდან დაბრუნებულ ადამიანს, რომელიც ახალახანს წაგებულ გარიგებას აღწერდა. როდესაც თანდათან თხორბას უღრმავდებოდა, მან არამხოლლოდ გადაჭდობილი თითების პოზიცია მიიღო, არამედ თითები ნელ-ნელა გაუთეთრდა და თითქოს ერთმანეთს შეადუღდა.

გადაჭდობილი თითების ჟესტი ავლენს თავშეკავებულ,შფოთიან და უარყოფით გაწყობას. ეს დედოფალ ელიზაბეტის რჩეული ჟესტიც არის, როდესაც ის სამეფო ვიზიტებზე იმყოფება და სახალხოდ ჩნდება, ჩვეულებრივ, ამ ჟესტს ის მუხლებზე დაწყობილი ხელებით ასრულებს.

გადაჭდობილი თითების ჟესტის კვლევამ, რომელც მოლაპარაკებების ექსპერტებმა, ნირენბერგმა და კალერომ ჩაატარეს, აჩვენა, რომ ეს ასევე იმედგაცრუების ჟესტიც იყო და როდესაც მოლაპარაკებების დროს ჩნდებოდა, ის მიანიშნებდა, რომ ადამიანებს ნეგატიური და მშფოთვარე განწყობა ეუფლებოდა.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა