თეგებით ძიება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 19 დეკემბერს ქუთაისში დღისით +10 გრადუსსა და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ასევე უნალექო ამინდია ნავარაუდევი, აქ დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3. ცვალებადი მოღრუბლულობა და უნალექო ამინდი იქნება ბათუმშიც, სადაც დღისით +11 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

უმეტესად უნალექო ამინდს ელოდებიან ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 იქნება. უნალექო ცვალებადი მოღრუბლულობაა სოხუმშიც, სადაც +11 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -9 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში +8 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ხოლო ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, აქ +6 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +0 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +6 გრადუსი და ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. +0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში ჰაერის ტემპერატურა +0 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -12 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ლაგოდეხში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+7 გრადუსი და წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +5 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -3 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში მოღრუბლული ამინდია ნავარაუდევი, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ასევე მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი და ხანმოკლე წვიმა. დღისით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა