თეგებით ძიება

რას აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში 24 დეკემბრის მოახლოვებასთან დაკავშირებით?

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდებიან იმის შესახებ, მოიხსნება თუ არა 24 დეკემბერს დაწესებული შეზღუდვები და როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მაქსიმალურად მობილიზებულები არიან იმისთვის, რომ თუკი მთავრობა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, საზოგადოებას მაქსიმალურად, რეკომენდაციების დაცვით მოემსახურონ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღების განმავლობაში ვირუსის გავრცელების დინამიკა შემცირდა, სპეციალისტების თქმით, ეს დამშვიდების საფუძველს მაინც არ გვაძლევს და თუ მობილობა გაიზრდება შესაძლოა ამან ჯანდაცვის სექტორს კიდევ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 206 907 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 175 842-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2055 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა