თეგებით ძიება

23 დეკემბერს თბილისში მოთოვს

23 დეკემბერს დედაქალაქში ნალექი თოვლის სახითაა მოსალოდნელი. როგორც „იმედინიუსს“გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ განუცხადა, თბილისის გარეუბნებში თოვლი, ცენტრალურ ნაწილში კი, თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

„21 და 22 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი, მთაში - თოვლის სახით. აღნიშნულ დღეებში, საქართველოში დღის ტემპერატურა +8-დან +13 გრადუსამდე იქნება, ღამით ჰაერი +3-დან +8 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით +3-დან +8 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი, -4-დან +1 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 23 დეკემბერს, მთელ საქართველოში, საკმაოდ ცუდი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ბარში წვიმა, მთაში კი, თოვლია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი იქნება, ძირითადად, თოვლის სახით. ზოგ რეგიონში წვიმა, ზოგ რეგიონში ჭყაპი, ზოგან კი, თოვლია მოსალოდნელი. თბილისში თოვლჭყაპი, გარეუბნებში კი, თოვლი იქნება“ - განაცხადა ნინო წვერავამ.

მისივე განცხადებით, 24 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შედარებით, გამოიდარებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა