თეგებით ძიება

კახა კალაძე: რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ „ფეიკ კამპანიას“ უსახლკარო ოჯახებზე

„ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით „გაამძაფროთ“ ყალბი ინფორმაცია?!“, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე Facebook-ზე წერს.

„რამდენიმე დღეა, თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ „ფეიკ კამპანიას“ უსახლკარო ოჯახებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოცქსელების მომხმარებლები, აყვნენ ამ ამორალურ მანიპულაციას.

ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით „გაამძაფროთ“ ყალბი ინფორმაცია?! ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ - წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არ მგონია ეს გრძნობა აწუხებდეთ“, - წერს კახა კალაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა