თეგებით ძიება

მოვწამლეთ ხალხი იმით, რომ კორონა არ არსებობს, რომ ეს ცრუ პანდემიაა... ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რომ ამას ვასწავლიდით - დე­კა­ნო­ზი თეოდორე გიგნაძე

თბი­ლი­სის ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძე ქა­და­გე­ბის დროს მრევლს კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა და პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ქცე­ვა გა­აკ­რი­ტი­კა:

"ჩვენ მოვ­წამ­ლეთ ხალ­ხი იმით, რომ კო­რო­ნა არ არ­სე­ბობს, რომ ეს ცრუ პან­დე­მი­აა…

მღვდე­ლი რო­გორ უნდა აჰ­ყვეს კონ­სპი­რა­ცი­ულ თე­ო­რი­ებს?! მღვდე­ლი რო­გორ უნდა ინ­ტე­რეს­დე­ბო­დეს კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ე­ბით?! როცა ჩვენ ქრის­ტეს გარ­და არა­ფე­რი არ უნდა გვა­ინ­ტე­რე­სებ­დეს.

ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ერთი ღერი თმა არ და­ვარ­დე­ბა თა­ვი­დან ღვთის გან­გე­ბის გა­რე­შე და რო­გორ უნდა ვძრწო­დეთ და ვში­შობ­დეთ: "ვა­ი­მე, ახლა მა­სო­ნებს რა გეგ­მე­ბი აქვთ, რას იზა­მენ ახლა, აც­რე­ბით ხომ არ დაგვღუ­პა­ვენ ყვე­ლას?!" ასე უნდა ცხოვ­რობ­დეს ქრის­ტი­ა­ნი და მით უმე­ტეს სა­სუ­ლი­ე­რო პირი?!

…მაგ­რამ ჩვენ არა მარ­ტო ამით ვაც­დუ­ნეთ ხალ­ხი, არა­მედ იმი­თაც, რომ როცა პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღა ნაკ­ლე­ბად შეგ­ვე­ხო, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს გან­სა­კუთ­რე­ბულ სუ­ლი­ე­რე­ბას მო­ვა­წე­რეთ და სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ე­ბის­კენ ვიშ­ვერ­დით ხელს, რომ ჩვენ პან­დე­მი­ამ ვე­რა­ფე­რი დაგ­ვაკ­ლო… იმა­საც კი ვამ­ბობ­დით, რომ ჩვენ არ გვეს­წავ­ლე­ბა მათ­გან არა­ფე­რი, იმი­ტომ, რომ ჩვენ ყვე­ლა­ზე მაგ­რე­ბი ვართ…

ახლა რო­გორ ვართ?! ახლა ვინ უს­წრებს გან­საც­დელ­ში?! ამა­ში აშ­კა­რა ღვთის ხელი არ არის, ჩვე­ნი ფა­რი­სევ­ლუ­რი სუ­ლის სამ­ხი­ლებ­ლად?!

ამი­ტომ უნდა გა­მო­ვი­დეთ და შე­ვი­ნა­ნოთ და ხალ­ხს ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დოთ, რომ ასეთ რა­ღა­ცებს ვას­წავ­ლი­დით", - გა­ნა­ცხა­და თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძემ.


"ამბები.ჯი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა