თეგებით ძიება

საბჭოთა დიქტატორის დაბადებიდან 142 წელი გავიდა - გორში სტალინის იუბილე აღნიშნეს

საბჭოთა დიქტატორის, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის დაბადებიდან 142 წელს აღნიშნავენ გორში.
"ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, კომუნისტები და სტალინის საზოგადოების წევრები სახლ-მუზეუმის ეზოში არიან შეკრებილი.
მათ ბელადის დიდი ზომის ფოტოები აქვთ მიტანილი. ამბობენ, რომ სტალინის დაბადების დღეს მსოფლიო უნდა ზეომობდეს, იმიტომ რომ ის უდიდესი ფიგურა იყო.
შეკრებილებმა 2010 წელს გორის ცენტრიდან აღებული ბრინჯაოს მონუმენტის დაბრუნება მოითხივეს და მუზეუმის ეზოში მდგარი მცირე ზომის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა