თეგებით ძიება

გოგი წულაიამ ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი დაწვა და მერიას ცერცვი შეაყარა (ვიდეო)

გოგი წულაიამ მრავალწლიანი ტრადიცია, არც წელს დაარღვია და ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი მერიის წინ დაწვა და მერიას ცერცვი შეაყარა.

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარის თქმით, ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი არა ხალხის, არამედ საჯარო მოხელებიის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.

მისივე თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში 12 მილიონით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა არ შემცირებულა მერიასა და მის სამსახურებსა თუ დეპარტამენტებში დასაქმებულთა ხელფასები, რაც 24 მილიონს შეადგენს.

"ეს გამოიწვევს ათი ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას, ვითომ არ გვყოფნიდეს მოლები რომ გაჩერდა, ბაზრობები გაჩერდა და ამდენი უმუშევარი გვყავს, როგორც შარშან ისე წელსაც, ბიუჯეტი არ არის ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული, არამედ იმაზეა მოწყობილი, თუ როგორ შეინახონ ეს ხროვა, რომელიც მიმდგარია ბიუჯეტს და სისხლს გვწოვს, ამიტომაც დავწვი ბიუჯეტი და შევაყარე კედელს ცერცვი" , – ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე გოგი წულაია.

აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში და აცხადებენ, რომ წულაიას პერფორმანსებზე კომენტარს არ აკეთებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა