თეგებით ძიება

წმინდა წერილშია - არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდესო - გიგა ბოკერია

კითხვაზე, ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ მალე მხარეების კრიზისის გადალახვას ვეღარ მოახერხებენ და ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა. რა შეიძლება გამოვიდეს სააშკარაოზე და რა არის ის, რაც ჩვენთვის დაფარულია.

“არ ვიცი. წმინდა წერილშია, რომ არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდესო. არ ვიცი ამ რელიგიური ტექსტებით რატომ გამოდის ბატონი მეგრელიშვილი. სერიოზულად ვერ გიპასუხებთ. ზოგადად პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ორივე მხარეზე მიმომხილველივით რომ ლაპარაკობს, ეს ჩემთვის უცნაურია, მაგრამ სანამ ისინი არიან პოზიციაზე, რომ ერთად განვიხილავთ, მანამ ვართ ერთად. მძიმე შეცდომას უშვებს ყველა, ვინც თვლის, რომ თამაშის წესების განსაზღვრა ქაღალზე საპირწონე იყოს იმისა, ვინც ფეხებზე იკიდებს ყველა წესს. ქაღალდზე დაწერილ კანონებს აქვს მნიშვნლეობა, ოღონდ ტრადიციის გარეშე არა. წესებს მნიშვნელობა, თუ აიძულე ის, ვინც პასუხისმგებელია, რომ ბოლომდე მაინც ვერ დაიკიდოს ფეხზე”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა