თეგებით ძიება

\'\'ახალი წლის დღეებში კომენდანტის საათი არ მოვხსნათ\'\' - ბიძინა კულუმბეგოვი

როგორც ერთი კონკრეტული ექიმი, ვისურვებდი, რომ ახალი წლის დღეებში არსებული შეზღუდვები საერთოდ არ მოიხსნას, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„თუ ჩვენ ვაცხადებთ, რომ წელს უნდა იყოს განსხვავებული ახალი წელი, ეს მაშინ კანონით უნდა გავამყაროთ და ახალი წლის დღეებში არ მოვხსნათ „კომენდანტის საათი“.

სერიოზული გავლენა წინასაახალწლო დღეებს ბუნებრივად ექნება იმიტომ, რომ ჩვენ, ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვთხოვოთ საზოგადოებას: „ძალიან გთხოვთ ახალ წელს სხვანაირად შეხვდით და ძალიან გთხოვთ ნათესავები არ ისტუმროთ“,- ეს ასე არ მოხდება, 70-80% ქართველების არ დაგვიჯერებს, ეს, თავისთავად, 10-14 დღეში აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე. ჩვენ წინასაახალწლო დღეების გარკვეულ პრობლემას მაინც წავაწყდებით“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა