თეგებით ძიება

საახალწლო სიურპირიზები კართან - რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში რამდენიმე პოსტი დაიდო იმის შესახებ, რომ უცხო ადამიანების კარებზე, ვიღაც სურპრიზად ფულს ტოვებს.

"Ჩვეულებრივი სასწაულია ხალხო. კეთილი ხალხის ყოველთვის მწამდა, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ მე განვიცდიდი მსგავს სიხარულს. ფულზე არაა საუბარი, უბრალოდ ჟესტზე, რომელმაც გაგვაოცა მთელი ოჯახი.

Ჩვენი კარის სახელურზე იყო ეს ხელთათმანი წამოცმული, შიგნით იდო ფული და წარწერა. არ ვიცი ვინ და რატომ გადაწყვიტა მაგრამ შოკში ვართ, სიტყვები არ მყოფნის.... Ძალიან მინდა გავიგო ვინ იყო. Რავიცი თუ ამას კითხულობ უდიდესი მადლობა ამ სიკეთისთვის. და მადლობა ღმერთს რომ არსებობენ მსგავსი მისაბაძი ადამიანები... Მჯერა ასმაგი სიკეთით დაუბრუნდება ყველაფერი ცხოვრებაში", - წერს დასაჩუქრებული მომხმარებელი.

საახალწლო სიურპირიზები კართან - რა ხდება თბილისის ერთ-ერთ უბანში


როგორც ამავე ჯგუფიდან ირკვევა, მსგავსი სურპრიზი გლდანში მაცხოვრებელ რამდენიმე ოჯახს უკვე გაუკეთა უცნობმა ადამიანმა.

"ჩვენც აღმოვაჩინეთ ჩვენს კარზე ჩამოკიდებული საჩუქარი. არ ვიცი ვინ აკეთებს ამას,მაგრამ იქნებ აქ წაიკითხოს ეს ჩემი წერილი. მინდა იცოდეთ,რომ ამ თქვენმა საქციელმა გაკვირვება, წარმოუდგენელი სიხარული და სითბო შემოიტანა ჩვენს ოჯახში. გვჯერა რომ დედამიწას სიყვარული და სიკეთე ამოძრავებს.
ჩვენ კი,თქვენგან მიღებული სიხარული გავანაწილეთ ერთ მრავალშვილიან ოჯახსა და ქუჩაში მდგომ გაჭირვებულ ადამიანებს შორის (ცოტა ჩვენთვისაც დავიტოვეთ) და მინდა რომ ეს სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდეთ უკან... მადლობა ამ მოულოდნელი სიხარულისთვის და ბედნიერი წუთებისთვის...
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ ყველას.



p.s.ეს ხელთათმანი ჩვენს ნაძვის ხეს ამშვენებს,როგორც უანგარო სიკეთის სიმბოლო.თან, აქტუალურიც არის, მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე", - წერს მომხმარებელი ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა