თეგებით ძიება

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს - ვიყოთ ძალიან მოკრძალებული, არ ვიაროთ ბევრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, სიფრთხილე გამოიჩინონ და შობა-ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ.

„ვთხოვ მოსახლეობას, ვიყოთ ძალიან ფრთხილად, გავითავისოთ, რომ ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან აქვს მსოფლიოს საქმე, ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქართველოში საქმე, ამიტომ წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებული, არ ვიაროთ ბევრი, იგივე რომ გაიხსნება მაღაზიები მიუხედავად იმისა, რომ, მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ყოველთვის აქვს ძალიან მკაცრი რეკომენდაციები, არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან, წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული, რომ იანვრის განმავლობაში რამდენად შეგვეძლება ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლი შევამციროთ. რა თქმა უნდა, ოდნავ შემსუბუქების პირობებში ჩვენ ისევ გვექნება გარკვეული ზრდის ტენდენცია, მაგრამ მისი ინტენსივობა უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალურად დაბალ დონეზე, რომ ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ ზედმეტი ზეწოლა და ისედაც გადაღლილ სამედიცინო პერსონალს მივცეთ მუშაობის და ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მსუბუქდება, თუმცა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხოციელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა