თეგებით ძიება

კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პანდემიის ზრდადი დინამიკის პარალელურად, სამინისტრომ სამედიცინო პერსონალის მობილიზებისა და გადამზადების მასშტაბური პროცესი განახორციელა.

„დღეს ამ ბრძოლაში 13 300-ზე მეტი მედიკოსია ჩართული, რომლებიც გადაუდებელ და ჰოსპიტალურ მომსახურებას უწევენ ინფიცირებულებს. მათი როლი თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში უდიდესია და სახელმწიფო თავის მხრივ მიმართავს ყველა შესაძლო გზას მედიკოსთა მხარდაჭერისთვის. სამინისტრომ ვირუსთან ბრძოლაში ექიმების კომპეტენციების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროფილების მიხედვით,ჰოსპიტლების პერსონალის 90%-ზე მეტი გადაამზადა. ასევე, COVID-19 თან ბრძოლაში ჩართული ყველა რგოლის პერსონალის ანაზღაურება გაიზრდა 50%-ით, რისთვისაც ჯამში სახელმწიფოს მიერ ხუთი მლნ ლარი გამოიყო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა